Blog

საკორპორაციო სამართლის კრებულის მეოთხე ნომერი გამოიცა

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტმა საკორპორაციო სამართლის კრებულის მეოთხე ნომერი გამოსცა. კრებულში მიმოხილულია ეროვნული და, ასევე, საერთაშორისო   საბაზრო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ქართული კომპანიების ტრანსნაციონალურ კორპორაცია Google-თან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში წამოჭრილი სამართლებრივი შესაბამისობის ნაწილი. კონკრეტულად ახალი კვლევები საკორპორაციო სამართალში ეხება „ორგანიზაციული მართვისა და...

რისი განვითარება სურთ სტუდენტებს უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წლებია უკვე, დიდ საქმეს ემსახურება და რჩება აბიტურიენტების ნომერ პირველ არჩევნად. უნივერსიტეტის სტუდენტობა მუდმივად იდგა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების წინა რიგებში, რადგან აქ სწავლობენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების ადამიანები. ამიტომაც მათი მოთხოვნები ყოველთვის იმისკენაა მიმართული, რომ კავკასიაში ნომერ პირველი უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევითი და ინფრასტრუქტურული გარემო შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს....

თსუ-ში სამეცნიერო კონფერენციით სოციალური მუშაკი მაია მგელიაშვილი გაიხსენეს

„ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“ - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მაია მგელიაშვილის  ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციის ინიციატორი გახლდათ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია World Vision საქართველოსთან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის აკადემიურ საგანმანათლებლო...

სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის კომენტარის პრეზენტაცია

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორთა ჯგუფის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის კომენტარი გამოიცა. ნაშრომი პროფესორ ნონა თოდუას, პროფესორ მერაბ ტურავასა და პროფესორ მაია ივანიძის სამეცნიერო რედაქტორობითა და თანაავტორობით შეიქმნა. ავტორთა ჯგუფს ასევე შეადგენენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: ლალი ფაფიაშვილი, ლევან ხარანაული, თემურ ცქიტიშვილი, ირინე ხერხეულიძე, ირაკლი...

როგორ დაეხმარა ISET-ში მიღებული ცოდნა დემეტრე ტურაბელიძეს ჰელსინკის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად

საუბრის დაწყებისთანავე დაგვპირდა, რომ ძალიან გულახდილი იქნებოდა, იმიტომ, რომ სურვილი აქვს - რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაეხმაროს. გაიცანით: დემეტრე ტურაბელიძე - ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, რომელმაც შემოდგომის სემესტრი გაცვლითი პროგრამით ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში გაატარა. „ვფიქრობ, რომ გაცვლითი პროგრამა ყველაზე მეტად პერსონალურ განვითარებაში დამეხმარა. ახალი გარემო, ხალხი და...

„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი ღია რესურსის სახით განთავსდა ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: https://geabco.com/. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტს ხელმძღვანელობდა ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს აფხაზეთის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი ლეილა ავიძბა. პროექტის თანახელმძღვანელი იყო გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, კავკასიოლოგი, პროფესორი მანანა თანდაშვილი. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...

„დიგიტალური ქართველოლოგიის“ მეორე ტომი ვინფრიდ ბოედერის ხსოვნას მიეძღვნა

 2 აპრილს  „დიგიტალური ქართველოლოგიის“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  „დიგიტალური ქართველოლოგიის“ მეორე ტომის გამოცემა მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით: მასში მოცემულია 2023 წლის 4-8 ოქტომბერს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმის („დიგიტალური კავკასიოლოგია - პარადიგმის ცვლა?“) მასალები; ჟურნალი ეძღვნება გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგის, საქართველოსა და...

ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამოიცა

გვესაუბრება თსუ-ს პროფესორი სიმონ გელაშვილი ,,საქართველოში პირველად გამოიცა ახალი სახელმძღვანელო  - ,,ცხოვრების დონის  სტატისტიკა“ (ავტორები:  სიმონ გელაშვილი, ირაკლი მაკალათია,   გიორგი მიქელაძე.   თსუ გამომცემლობა, თბ., 2023.), რომელიც გათვალისწინებულია მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. მოსახლეობის ცხოვრების დონის კვლევისას, ცხოვრების დონის რაოდენობრივ მხარესთან ერთად, შეისწავლება ხარისხობრივი მხარეც, რაც მეტად...

თსუ-ში მიმდინარეობს მუშაობა ვრცელ ქართულ-ინგლისურ ონლაინ თემატურ ლექსიკონზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს მუშაობა ვრცელ ქართულ-ინგლისურ ონლაინ თემატურ ლექსიკონზე. თსუ-ს თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან მის შექმნაში, გვიზიარებენ აზრს მისი მნიშვნელობისა და მუშაობის პროცესის შესახებ. ლია ქაროსანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების გამგე:  ,,2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა ვრცელი ქართულ-ინგლისური თემატური ლექსიკონის შესაქმნელად. ლექსიკონზე მუშაობენ...

„ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“

„ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“  - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ყოველწლიური სამეცნიერო სტატიათა კრებულის მე-18 ნომერი გამოსცა. გამოცემა ადამიანის უფლებათა სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ 15 ახალ კვლევას აერთიანებს. ნაშრომები როგორც აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი იურისტების, ისე სტუდენტების ავტორობით ქვეყნდება. წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ „კრებულის მიზანი ადამიანის...