მესამე სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები

თარიღი: 2022-10-21 19:38:15

2022 წლის მესამე სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია ცნობილია. სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი 48 საკონკურსო პროექტიდან 20 დაფინანსდა, მათ შორის:

1.,,კლდის ხელოვნება საქართველოში;”

2. ლაშქრობა კოჯორში;

3. პროფესორ ომარ ნემსაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონგრესი;

4. ლაშქრობა მანგლისში;

5. DODGEBALL ტურნირი;

6. ინტელექტუალური თამაში 1-2 წუთი;

7. კარტინგების ტურნირი;

8. ლაშქრობა დაბა კოჯორში;

9. ლაშქრობა კოჯორში;

10. პოლიტიკური განათლების სკოლა;

11. მხიარულთა და საზრიანთა გუნდების საუნივერსიტეტო ჩემპიონატი;

12. სამეცნიერო ჟურნალი სტუდენტური საისტორიო ძიებანი;

13. LIGA TSU;

14. ფოტოკონკურსი ახალი წელი;

15. საშემოდგომო ექსკურსია კახეთში;

16. მოკლე სოციალური ვიდეოფილმები კონკურსი;

17. შემოდგომის საღამო;

18. იმიტირებული პროცესი;

19. ლაშქრობა დაბა დმანისში;

20. რა? სად? როდის?

სტუდენტური საგრანტო პროექტების დაფინანსების კონკურსი წელიწადში სამჯერ ტარდება. წინა ეტაპებთან შედარებით, 2022 წლის მესამე კონკურსზე შეტანილი განაცხადების რაოდენობა 50%-ით შემცირებულია.

„წლის დასრულებამდე დარჩენილია 2 თვეზე ცოტა მეტი, სტუდენტებმა კვლევითი ხასიათის პროექტების განხორციელება შესაძლოა ვერ მოასწრონ, რადგან ასეთი სახის პროექტების დასრულებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, წლის ბოლოსთვის საკონკურსო განაცხადები მცირდება, წლის დასაწყისში კი საკონკურსო განაცხადების რაოდენობა ყოველთვის გაცილებით მეტია.

ძირითადად, განაცხადები შემოაქვთ დამოუკიდებელ სტუდენტებს, მათი პროექტები ითვალისწინებს გარკვეული კვლევითი ხასიათის სამუშაოს ან სამეცნიერო მონოგრაფიის გამოცემას, ანუ არ არის ორიენტირებული სტუდენტების ფართო მასებზე. აღნიშნული ხასიათის საპროექტო განაცხადებს, ძირითადად, სტუდენტური თვითმმართველობიდან ვიღებთ, ანუ ბევრ სტუდენტზეა გათვლილი და სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო ხასიათისაა.

რჩევის სახით სტუდენტებს შემიძლია ვუთხრა, რომ საკონკურსო პროექტებს, მეტწილად, აკლია რეკომენდატორი, ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ და ზოგჯერ განაცხადი საპროექტო ფორმით არ არის წარმოდგენილი.  აღნიშნულის  გათვალისწინების შემთხვევაში, ცხადია, მათ წარმატების მეტი შანსი ექნებათ“, – განმარტა სტუდენტური პროექტების დაფინანსების საბჭოს მდივანმა გიორგი ოქიტაშვილმა.

თსუ-ს  სტუდენტური  პროექტების  დასაფინანსებლად  გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი 800 000 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს თითქმის 100%-ით ათვისებულია.

Facebook
Twitter
LinkedIn