შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნას ფაკულტეტის საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს

თარიღი: 2023-12-01 17:11:32

30 ნოემბერს თსუ-ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც თსუ-ს სტუდენტმა, სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებელმა დელეგატმა ალექსანდრე ფასიეშვილმა ფაკულტეტის საბჭოს მისივე ინიციატივით შექმნილი პეტიცია გააცნო ამავე ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნით. 

დღის წესრიგის შესაბამისად ფაკულტეტის საბჭოს  წევრებმა დაამტკიცეს ბაკალავრიატის ანკეტა-კითხვარი და დანიშნეს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის არჩევნების თარიღი. ორ კვირიანი შუალედური გამოცდების საკითხი არ იყო დაყენებული საბჭოს სხდომაზე, თუმცა ამ საკითხის განხილვა იყო დელეგატების ინიციატივა. ფაკულტეტის საბჭოს უმრავლესობა დაეთანხმა ამ ცვლილებას.

,,დღეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც დამსწრე საუნივერსიტეტო საზოგადოებას ფაკულტეტის საბჭოს დამოუკიდებელი დელეგატების ინიციატივით შექმნილი პეტიცია გავაცანი ჩვენს ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნით.  დღის წესრიგის შესაბამისად დავამტკიცეთ ბაკალავრიატის ანკეტა-კითხვარი და დავნიშნეთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის არჩევნების თარიღი. ორ კვირიანი შუალედური გამოცდების საკითხი არ იყო დაყენებული დღევანდელი საბჭოს სხდომაზე, თუმცა, ამ საკითხის განხილვა იყო დელეგატების ინიციატივა. ფაკულტეტის საბჭოს უმრავლესობა დაეთანხმა ამ ცვლილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტორია, რადგან ფაკულტეტის საბჭო ითვალისწინებს სტუდენტების ინტერესებს. ამჯერად პეტიციაზე 331 სტუდენტის ხელმოწერა გვაქვს. მიუხედავად ამისა, გადაწყდა ამ საკითხზე უფრო საფუძვლიანი მსჯელობა,  შეხვედრის ჩატარება, სადაც აღნიშნული საკითხი სტუდენტებთან ერთად განიხილება“, – ამბობს ალექსანდრე ფასიეშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn