რა სურვილები აქვს პირველკურსელ შაკო სიბაშვილს?

თარიღი: 2023-09-15 14:17:58

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ სტუდენტად დასახელებული პირველკურსელი შაკო სიბაშვილი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას სურს დაეუფლოს იურისტის პროფესიას.

რატომ აირჩია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? – ამ კითხვაზე შაკო სიბაშვილს ასეთი პასუხი აქვს:

,,ყოველთვის მესმოდა თსუ-ს ლექტორების პროფესიონალიზმზე და იმაზე, რომ უნივერსიტეტში კონკურენტული გარემოა. სწორედ ამიტომ ავირჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კმაყოფილი ვარ, რომ აქ მოვხვდი“.  

შაკოს იმედი აქვს, რომ თსუ-ში მიიღებს ბევრ ახალ და საჭირო ინფორმაციას, რომელიც სამომავლოდ გამოადგება. მას სურს, რომ უნივერსიტეტს და მის გარემოს მალევე შეეგუოს და ახალი ხალხი გაიცნოს.  

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, შაკო სიბაშვილმა აღნიშნა, რომ გეგმავს უნივერსიტეტში ერასმუსის გაცვლით პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

Facebook
Twitter
LinkedIn