,,საბავშვო უნივერსიტეტის“  მიერ ორგანიზებული ევროპიის დღეებისადმი მიძღვნილი ლექციები

თარიღი: 2022-06-18 13:39:16

თამარ დადიანი

„თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ევ­რო­პი­ის დღე­ებ­ის­ად­მი მიძ­ღვნილ დის­ტან­ცი­ურ სა­უბ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ები მო­ის­მი­ნეს ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

პრო­ფე­სორ­მა თე­მურ პა­პას­კირ­მა ისა­უბ­რა ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ, სო­ცი­ალ­ურ, ის­ტო­რი­ულ ინ­ტეგ­რა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ზე და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე.

თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის უფ­როს­მა, დოქ­ტო­რან­ტმა გი­ორ­გი გრი­გო­ლაშ­ვილ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პის მდი­დარ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სო­ცი­ალ­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის აქ­ტუ­ალ­ურ ას­პექ­ტებ­ზე გა­ამ­ახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­სა და ომ­ის და­ნა­შა­ულ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მო­ხილ­ვით წარ­სდგა გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, დოქ­ტო­რან­ტი ნი­კა მელ­ქა­ძე.

უფ­როს­კლა­სე­ლე­ბი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია სას­კო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი­დან. მაგ­რამ მათ­თვის მა­ინც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ერ­თი­ანი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური და კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცის შექ­მნის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ, რაც დღეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებ­ზე ით­ქმის, სა­დაც სო­ცი­ალ­ური გან­ზო­მი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღალ რე­გის­ტრშია აყ­ვა­ნი­ლი და სადღე­ის­ოდ ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა/გა­ნახ­ლე­ბი­სა და აღ­ორ­ძი­ნე­ბის ცნე­ბებ­თან ას­ოც­ირ­დე­ბა. სა­უბ­არია ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ზე, რო­მელ­თათ­ვი­საც სო­ცი­ალ­ური სფე­რო ძალ­ზე პრი­ორ­იტ­ეტ­ულია მა­თი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მი­დან და სო­ცი­ალ­ურ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე აგ­ებ­ული კე­თილ­დღე­ობ­ის მო­დე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

უფ­როს­კლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ები ინ­ტე­რე­სით ის­მენ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლის — იურ­იდი­ული პრინ­ცი­პე­ბის და ნორ­მე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არ­ეგ­ულ­ირ­ებს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის ურ­თი­ერ­თო­ბებს, აწ­ეს­ებს მათ ორ­მხრივ უფ­ლე­ბებს და მო­ვა­ლე­ობ­ებს. სა­უბ­არი შე­ეხო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­არ­ებ­ულ ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს, ომ­ის და­ნა­შა­ულ­ებს და იმ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნი­ლია შეიარაღებული კონ­ფლიქ­ტის დროს და არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს.

„ამ ლექ­ცი­ებ­ის მი­ზა­ნი და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ­ის ის, რომ მო­ზარ­დებს მი­ვა­წო­დოთ ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პა­ზე, ევ­რო­პის გა­ერ­თი­ან­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ევ­რო­პის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ალ­ური და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პროგ­რე­სის მო­დელ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფლაგ­მან­ზე. ამ თე­მებ­ზე სა­უბ­არი სა­ჭი­როა ბავ­შვებ­თან, მო­ზარ­დებ­თან და მოზ­რდი­ლებ­თა­ნაც (ცხა­დია, მსმე­ნე­ლის ას­აკ­ის და მენ­ტა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბი ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ).

„უფ­როს­კლა­სე­ლებ­მა უნ­და იც­ოდ­ნენ რას წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პა, ევ­რო­კავ­ში­რი და, სა­ერ­თოდ, ერ­თი­ანი ევ­რო­პის იდეა თა­ვი­სი იდე­ოლ­ოგი­ით, პო­ლი­ტი­კი­თა და სო­ცი­ოლ­ოგი­ით. ამ თე­მებ­ზე ჩვენ ად­რეც ვი­სა­უბ­რეთ ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღი­სად­მის მიძ­ღვნილ კონ­ფე­რენ­ცი­აზე და ვფიქ­რობ, რომ ას­ეთი სა­უბ­რე­ბი დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ-უკ­რა­ინ­ის ან (უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა — თუ ვიტყვით) ბარ­ბა­რო­სო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ომ­ის, ხო­ლო სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის რუ­სეთ­თან ჰიბ­რი­დუ­ლი ომ­ის ფონ­ზე… ამ­იტ­ომ ჩვენ ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ ის­ეთ აქ­ტუ­ალ­ურ თე­მებ­ზე, რო­გო­რიც არ­ის დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. შეხ­ვედ­რის დროს სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მო­ზარ­დებ­მა დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იჩ­ინ­ეს გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბის მი­მართ“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის „სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ნე ლო­მო­ურ­მა.

Facebook
Twitter
LinkedIn