პროფესორი ჯაბა სამუშია საარჩევნო კომისიამ ოფიციალურ კანდიდატად დაამტკიცა

თარიღი: 2022-10-17 20:37:54

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კახა ლორია აირჩიეს. საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 17 ოქტომბერს გაიმართა. კომისიამ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს შორის თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატის – პროფესორ ჯაბა სამუშიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის წესდებასთან შესაბამისობა განიხილა.

„საარჩევნო კომისია შექმნილია რექტორის მოვალეობის შემსრულების არჩევნების ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად.  განვიხილეთ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საბუთები, რომლებიც შესაბამისობაშია წესდებასთან და კანდიდატად ოფიციალურად დავამტკიცეთ. განვსაზღვრეთ კენჭისყრის ჩატარების დრო და ადგილი – თსუ, I კორპუსის 107-ე აუდიტორია, 20 ოქტომბერი, 12.00 საათიდან 14.00 საათამდე. დამტკიცებულია ბიულეტინისა და შემაჯამებელი ოქმის ფორმა. საარჩევნო კომისიის მომდევნო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება. (თუმცა, დასაზუსტებელია დეტალები). ამავე დღის 15.00 საათზე სრულდება დამკვირვებლების რეგისტრაციის ვადა. ამ დროისთვის საარჩევნო პროცესზე დაკვირვების თაობაზე განაცხადი შემოსული არ არის“, – განაცხადა კახა ლორიამ 17 ოქტომბრის დღის ბოლოს. 

18 ოქტომბერს დაზუსტდა კენჭისყრის ჩატარების ზუსტი დრო და დეტალები. როგორც უკვე ოფიციალურად გაცხადდა, კენჭისყრა გაიმართება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.

Facebook
Twitter
LinkedIn