ფსიქოგანათლება ახალგაზრდებისთვის

თარიღი: 2024-04-30 11:53:59

თბილისის მერიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო შეხვედრების ციკლი „ფსიქოგანათლება ახალგაზრდებისთვის“ განხორციელდა.

ლექციები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13-28 აპრილს მიმდინარეობდა. თსუ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ნაზი ფარსადანიშვილის თქმით, სალექციო თემატიკა ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნიდან გამომდინარე შეირჩა:

  • „როგორ მოვახდინოთ ფსიქოლოგიური გავლენა – ძირითადი ბერკეტები“ –  თსუ მოწვეული ლექტორი გიორგი ჭუმბურიძე.
  • „როგორ ვიყოთ მეტად კრეატიულები – კრეატიული პოტენციალის რეალიზებაზე მოქმედი ფაქტორები“ – თსუ ასისტენტ პროფესორი ნათია სორდია.
  • „კარიერის განვითარება – როგორ მივიღოთ გააზრებული კარიერული გადაწყვეტილებები“ – თსუ მოწვეული ლექტორი სალომე ვაჩნაძე.
  • “შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით” – თსუ ასოცირებული პროფესორი ნატა ასათიანი.
  • „პროკრასტინაცია, ანუ საქმის გადადება – პრობლემის მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები“ – თსუ მოწვეული ლექტორი მარიამ რევიშვილი.
  • „საკუთარი თავის შეცნობა – იდენტობის როლი პიროვნების ცხოვრებაში“ – თსუ პროფესორი ლადო გამსახურდია.

„საჯარო ლექციათა ციკლი თბილისის მერიის ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართა. ერთობლივი პროექტის განხორციელების წინადადებით მოგვმართეს და ფსიქოლოგიის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიწერა საჯარო ლექციების პროგრამა, რომელსაც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი უძღვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ლექციები დასრულდა, თითოეული ლექციის ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში აიტვირთება და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მიმაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში განხორციელდა“,-  განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნაზი ფარსადანიშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn