თსუ-ში გოგონებისთვის მინი ფეხბურთისა და კალათბურთის ლიგა იწყება
თარიღი: 2022-10-27 16:20:15
პირველად თსუ-ში გოგონებისთვის მინი ფეხბურთისა და კალათბურთის ლიგა იწყება. სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურნირებზე რეგისტრაცია 31 ოქტომბერს დაიწყება და 10 ნოემბერს სრულდება. თითოეული გუნდი 6-7 სტუდენტისგან უნდა შედგებოდეს და ერთ ფაკულტეტს წარმოადგენდეს.
„BaskeTsu Women“ სამ ეტაპად ჩატარდება. მიმდინარე სემესტრში შესარჩევი, გაზაფხულიდან კი რეგულარული ჩემპიონატი და საპლეიოფო თამაშები გაიმართება.
„ტურნირების ჩატარება სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ქალთა ნაკრებები, მათი წევრების ნაწილი ჩვენი სტუდენტია, შესაბამისად, შიდა ტურნირების ჩატარების ინტერესი გამოთქვეს. ტურნირების ჩასატარებლად საჭიროა, რომ თითოეული ფაკულტეტიდან ერთი გუნდი მაინც დარეგისტრირდეს, თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბევრად მეტს ველოდებით“, – ამბობს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი კუჭუხიძე.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნატო ობოლაძე
ნატო ობოლაძე - 2008 წლიდან არის თსუ-ის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ჟურნალისტი. 2007 წელს ჟურნალისტად მუშაობდა ტელეკომპანიაში ,,მზე“. 2010-2011 წლებში იყო გადაცემა ,,რეგიონის დროით“ (საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი) კორესპონდენტი.