,,განათლების სოციოლოგია“ – პროფესორ კახა ქეცბაიას სქელტანიანი სახელმძღვანელო

თარიღი: 2023-04-04 21:03:03

გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორის კახა ქეცბაიას სქელტანიანი სახელმძღვანელო (617 გვერდი) „განათლების სოციოლოგია“ (გამომცემლობა „უნივერსალი“).  წიგნი შეიცავს ავტორის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წაკითხულ ლექციებს „განათლების სოციოლოგიაში“.

წიგნი განკუთვნილია განათლების სოციოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლის მსურველთათვის. მისი საშუალებით დაინტერესებული მკითხველი განათლების სოციოლოგიურ იმპლიკაციებს და განათლების, როგორც სოციალური ფენომენის, შესახებ არსებულ სოციოლოგიურ ხედვებსა და მიდგომებს გაეცნობა.

მასში განხილულია განათლების, როგორც სოციალური მოვლენისა და ინსტიტუტის შესახებ არსებული სოციოლოგიური კონცეფციები, განათლებისა და სოციალური გარემოს ურთიერთზემოქმედების პრობლემები, განათლების სფეროში დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებული ემპირიული სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგები, უმაღლესი განათლების სოციოლოგიური თეორიები და მრავალი სხვა.

Facebook
Twitter
LinkedIn