ელენე გორგაძე საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას ირჩევს

თარიღი: 2023-09-24 14:54:43

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული ელენე გორგაძე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მას სურს დიპლომირებული მედიკოსი იყოს.

თსუ აირჩია იმიტომ, რომ დაინახა მეტი პერსპექტივა არჩეულ პროფესიაში განსავითარებლად.

,,პირველ რიგში, ხარისხიანი განათლების მიღება მსურს, შემდეგ – სტუდენტზე მორგებული გარემო. სამომავლოდ მსურს, რომ ჩემს კარიერაში ვიყო შემდგარი და სრულყოფილი. მინდა მქონდეს კარგი სტუდენტური ცხოვრება და უნივერსიტეტი ამაში ხელს მაქსიმალურად მიწყობდეს“, – ამბობს ელენე გორგაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn