ბრიტანელი ანთროპოლოგები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თარიღი: 2023-05-17 18:41:06

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის  ინსტიტუტს მჭიდრო კავშირები აქვს უცხოურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რისი დასტურიც იყო კენტის  უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  პროფესორების,  ანთროპოლოგების  – იტალო პარდო და ჯულიანა  პრატოსაჯარო ლექციები, რომლებიც თსუ-ში ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის  ინსტიტუტის ორგანიზებით აპრილის თვეში გაიმართა.

პროფესორ იტალო პრადოს მოხსენება  – პოლიტიზებული ურბანული მემკვიდრეობაშეეხებოდა კულტურული  მემკვიდრეობის პოლიტიკურ  გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის. მასში, იტალიურ ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, გაანალიზებული იყო ამ სტრატეგიის წარმატება მოკლევადიან  პერსპექტივაში,  რომელიც,  ამავდროულად,  ხელს უწყობს  მოქალაქეებსა  და  მმართველებს  შორის  ნდობის პროგრესულ ეროზიას.

პროფესორ ჯულიანა პრატოს მოხსენება – ,,სიმბოლური განცხადებები, ურბანული მემკვიდრეობა და პოლიტიკური პროექტები – ეყრდნობა ბრინდიზის (სამხრ. იტალია) ეთნოგრაფიულ მასალას. იგი განიხილავს ქალაქის  მემკვიდრეობის  როლს ისტორიული მეხსიერების რეკონსტრუქციასა  და მის მნიშვნელობას თანამედროვე პოლიტიკურ პროექტებში.

„კენტის უნივერსიტეტის პროფესორები გავიცანით იტალიაში, სადაც ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები  კონფერენციაში ვმონაწილეობდით. ეს კონფერენცია ორგანიზებული იყო მესინის უნივერსიტეტის მიერ, რომელთანაც ჩვენს უნივერსიტეტს თანამშრომლობა აქვს. კონფერენციაზე განვიხილავდით კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებს – კოვიდის გავლენას სოციალურ ურთიერთობებსა და ჯანმრთელობის საკითხებზე ანთროპოლოგიური პერსპექტივით. სწორედ აქ გავიცანით კენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც, მათი თქმით, მოიხიბლნენ თსუ-ს წარმომადგენელთა აკადემიური დონით. შესაბამისად, ურთიერთობის გაღრმავება იყო ორმხრივი სურვილი. ამას დაემატა ისიც, რომ ის პროფესორები, რომლებთან ერთადაც უნდა ვიმუშაოთ და რომლებიც საჯარო ლექციისთვის თსუ-ში იყვნენ მოწვეულნი, არიან  იტალო პარდო (Italo Pardo) და ჯულიანა პრატო (Giuliana B. Prato), რომლებიც ანთროპოლოგთა ბრიტანულ სკოლაში ამ დარგის კორიფეები არიან. ეს გამოცდილებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო – ერთია, როდესაც ნაშრომებს ვიცნობთ, მეორეა, როცა ამ ადამიანებს ვეცნობით პირადად და შესაძლებლობა გვაქვს – ვესაუბროთ მათ საინტერესო საკითხებზე.  ამასთან, ბატონი პარდო ანთროპოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული კვლევების ჟურნალის  –  „Urbanities“ – გამომცემელი რედაქტორია“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიაანთროპოლოგიის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა  ქეთევან ხუციშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში იტალო პარდო და ჯულიანა პრატო ინტენსიური შეხვედრები ჰქონდათ კოლეგებთან და სტუდენტებთან. ქეთევან ხუციშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია  მომავალი ანთროპოლოგებისა და მკვლევრებისთვის, რადგან შემდგომ თაობას მიეცეს კონტაქტების გაღრმავების შესაძლებლობა და იცნობდნენ იმ პროცესებს, რაც დარგში მიმდინარეობს.

კენტის უნივერსიტეტის პროფესორთა ვიზიტის შედეგად, ეთნოლოგიაანთროპოლოგიის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტმა მოიპოვა უფლება ჯულიანა პრატოს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სტატიის თარგმანისა. „ჩვენ უკვე გვაქვს გამომცემლობისგან თანხმობა, რომ გვანდობენ თარგმანს მასალისა, რომელიც ჩვენს ჟურნალში – „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“ – გამოქვეყნდება მომავალი წლის განმავლობაში. ის საკითხები, რომლებსაც ქალბატონი ჯულიანა პრატო განიხილავს, ძალიან აქტუალურია – ეს არის პოლიტიკურ პროცესებში კულტურული სიმბოლოების გამოყენება, ჩართვა და ამის საფუძველზე საზოგადოების მართვა. მართალია, ეთნოგრაფიული მასალა იტალიას შეეხება, მაგრამ გასაოცრად დიდია იქ არსებული სიტუაციის საქართველოსთან მსგავსება. როგორც ჩანს, ეს საერთო პროცესების ნაწილია და ამიტომ მგონია, რომ  ამ მასალის ქართულ ენაზე გამოქვეყნება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა, რომელმაც, თავის მხრივ,  ურბანული კვლევების გაერთიანებაში (ურბანული კვლევების სიმპოზიუმი) გაწევრიანების შეთავაზება მიიღო. ეს მას საშუალებას მისცემს უფრო მეტად იყოს ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ეს ასოციაცია განახორციელებს – საგამომცემლო საქმიდან დაწყებული, კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებით დამთავრებული.

Facebook
Twitter
LinkedIn