პირველკურსელ  ალექსანდრე თავბერიძეს კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა აინტერესებს

თარიღი: 2023-09-24 12:40:46

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული ალექსანდრე თავბერიძე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა და სურს  კლასიკურ ფილოლოგიას დაეუფლოს.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე ალექსანდრე გვპასუხობს: ,,თსუ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, ჰყავს არაერთი ძლიერი სპეციალისტი  ჩემთვის საინტერესო სფეროში და ანტიკურობის შესწავლის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს“.

ალექსანდრე თავბერიძე ეცდება – გაიცნოს და დაუმეგობრდეს საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს, მიიღოს სიღრმისეული განათლება კლასიკურ ფილოლოგიაში და შეისწავლოს სხვა ისეთი დარგებიც, რომელთა ცოდნა აუცილებელია კარგი მკვლევრისთვის.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ალექსანდრემ აღნიშნა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს  სტუდენტურ კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრაში. იგი, ასევე, დაინტერესებულია გაცვლითი პროგრამებით.

,,ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტს ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა – სტუდენტებს შემოგვთავაზოს  საინტერესო პროგრამები და ჩვენთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, – ამბობს ალექსანდრე თავბერიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn