განცხადება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ

თარიღი: 2023-12-16 17:39:49

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით და დაიწყოს პრეტენდენტთა რეგისტრაცია.

2. პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 8 იანვარს 10:00 საათიდან, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატობის პრეტენდენტთა რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს 2024 წლის 18 იანვარი 18:00 საათი.

4. აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსანტების დოკუმენტური მონაცემების გაცნობა და პრეტენდენტებთან გასაუბრება განხორციელდეს 2024 წლის 22 იანვრიდან 2024 წლის 25 იანვრის პერიოდში, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.

5. აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2024 წლის 26 იანვარი.

6. პრეტენდენტი უნდა იყოს:

ა) უმაღლესი განათლების მქონე;

ბ) ფინანსური ან/და მატერიალური ან/და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში გამოცდილების მქონე;

გ) 65 წელზე ნაკლები ასაკის.

7. პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;

ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

Facebook
Twitter
LinkedIn