თსუ ახალ პოზიციაზე

თარიღი: 2022-07-26 16:01:46

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის ქსე­ლის — UNICA — Network of Universities from the Capitals of Europe წევ­რი გახ­და.

UNICA — Network of Universities from the Capitals of Europe 56 უნ­ივ­ერ­სი­ტეტს აერ­თი­ან­ებს ევ­რო­პის 41 დე­და­ქა­ლა­ქი­დან.

ქსე­ლის მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს მი­ერ შე­ფას­და თსუ-ს ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის მხრივ მიღ­წე­ული შე­დე­გე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი.

ქსე­ლის მი­ზა­ნია ევ­რო­პუ­ლი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რცის მხარ­და­ჭე­რა, წევ­რებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ერ­ება და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, UNICA-ს რუ­კას კი­დევ 6 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ევ­რო­პის 4 დე­და­ქა­ლა­ქი და­ემ­ატა.

ვუ­ლო­ცავთ აკ­ად­ემი­ური სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, სტუ­დენ­ტებს, თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ამ წარ­მა­ტე­ბას!

Facebook
Twitter
LinkedIn