მკლავჭიდის ჩემპიონატში გამარჯვებული სტუდენტები

თარიღი: 2023-05-18 13:19:47

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 11 მაისს, თსუ-ს განივი კორპუსის გარე ეზოში ჩატარდა მკლავჭიდის ჩემპიონატი სტუდენტებში.

ჩემპიონატში  65 სტუდენტი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მონაწილეები სამ წონით კატეგორიაში გადანაწილდნენ.

გამოვლინდნენ ჩემპიონატის  გამარჯვებულები:       

60-69 კგ. წონით კატეგორიაში – ბიჭიკო გულარაშვილი;

70-79კგ. წონით კატეგორიაში – გოგა იოსავა;

80 კგ. წონით კატეგორიაში და ზევით – ნიკოლოზ შენგელია.

წონითი კატეგორიის მიხედვით გამარჯვებულ ჩემპიონებს გადაეცათ 300 ლარი ფულადი პრიზი, გამარჯვებულებს კი საპრიზო ადგილების მიხედვით  – მედლები.

Facebook
Twitter
LinkedIn