Liga TSU-ს ზამთრის თასის გოგონებისა და ბიჭების ჩემპიონატების დასკვნითი მატჩები გაიმართა

თარიღი: 2022-12-21 20:35:45

21 დეკემბერს Liga TSU-ს ზამთრის თასის გოგონებისა და ბიჭების ჩემპიონატების დასკვნითი მატჩები გაიმართა.  Liga TSU-ს ზამთრის თასის გოგონების ჩემპიონატში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გუნდმა „ფეოლამ“ გაიმარჯვა. ბიჭების ჩემპიონატში პირველ ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი – ,,ს.კ. კეთილები” გავიდა, მეორე ადგილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა – ,,რამზესი” დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი – ,,დელმარი” გახდა.

„Liga TSU – ჩემპიონატი მინიფეხბურთში, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2016 წლიდან ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ წელს გაიმართა გოგონების ტურნირიც, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.  ჩემპიონატები საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა. მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება  Liga TSU-ს გაზაფხულის თასის ტურნირი“, – აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი კუჭუხიძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn