სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში
მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

თარიღი: 2022-12-06 22:55:15

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,
34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ
ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის
„ა“, „ბ“ და „პ” ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის,
თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების – „სსიპ – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის
შესახებ”(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ),
თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების – „სსიპ-ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი,
ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია
თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ),„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის
დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის
13 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2022 წლის 19 ნოემბრის N2357/26
წერილის საფუძველზე.

N 355/01-01 355-01-01-4-202211301245
30/11/2022
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
    სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
    ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
  2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს
    დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
    რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის
    გამოცდილება;
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის პირველ დეკემბერს. საკონკურსო
    დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 იანვრიდან 2023
    წლის 9 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ
    აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 იანვრისა;
  4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
    პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
    საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
    პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);
  5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
    ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა
    წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით,
    (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
    გ) პირადობის მოწმობის ასლი;
    დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
    კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო
    დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და
    ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
    საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და
    ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის
    ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე
    სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის
    უფლება);
    ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
    (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო
    ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი,
    ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი
    წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
    ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი
    დოკუმენტი;
    ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
    თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
  6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის
    9 იანვრის ჩათვლით 10-დან 17საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
    ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი.
    ჭავჭავაძის გამზ. N8; თსუ მე-6 კორპუსი, ოთახი N203-ა;
  7. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის
    მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018
    დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით
    გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
    სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ
    შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს
    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის
    დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო
    დაწესებულებასთან.
  8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის” ელექტრონულ გვერდზე.
  10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის
    სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,
    პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია
    ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და
    პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
  11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
    ჯაბა სამუშია
    რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი
Facebook
Twitter
LinkedIn