Blog

ეკატერინე რუაძე: „მტვერი, საღებავი და სუნელები ბავშვების ტყვიით ინტოქსიკაციის უპირატესი წყაროებია“

საქართველოში ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ ანგარიშების რაოდენობა  მკვეთრად გაიზარდა. 2018 წლის ფართომასშტაბიანმა  კვლევამ, რომელიც UNICEF-ის დაფინანსებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, გამოავლინა, რომ გამოკვლეული 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების 41%-ში სისხლში ტყვიის კონცენტრაცია აღემატებოდა 5 მკგ/დლ-ს. საპასუხოდ, 2019 წელს  ტყვიის შემცველობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაინერგა. დაიგეგმა...

ნუგზარ თოდუას სტატია Scopus-ის ბაზაში შემავალ ბრიტანულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნდა

Scopus-ის ბაზაში შემავალ ბრიტანულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში „Archives of Public Health“ გამოქვეყნდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნუგზარ თოდუას სტატია  - „The Evolving Role of Social Media in Enhancing Quality of Life: A Global Perspective Across 10 Countries“ („სოციალური მედიის განმავითარებელი როლი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში: გლობალური პერსპექტივა...

ქართული ენის კვირეული თსუ-ში 14 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენით გაიხსნა

ექსპოზიციაზე თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული, ქართული ენის მეცნიერული შესწავლისადმი მიძღვნილი უნიკალური ხელნაწერები და გამოცემები წარმოადგინეს. გამოიფინა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული პოსტერები, სადაც 1978 წლის 14 აპრილს მშობლიური ენის დასაცავად დაწყებული პროტესტი საარქივო ფოტო-დოკუმენტური მასალებით ქრონოლოგიურად არის აღდგენილი და კომპლექსურად მოიცავს პროტესტის ამსახველ ფოტოებს. გამოფენა მოიცავდა, ასევე, საქართველოს  სსრ კომუნისტური პარტიის...

მარიამ ჭიღლაძის ინტერესები, რაც ჩინეთს უკავშირდება

მარიამ ჭიღლაძე ჩინეთის კულტურით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა,  როდესაც თავისი უფროსი ძმის მეშვეობით გაეცნო ამ ქვეყნის ისტორიას. დღეს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების მეოთხე კურსის  წარმატებული სტუდენტია, რომელსაც მაინორად სინოლოგია აქვს არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უნივერსიტეტში არ იყო  შორეული აღმოსავლეთის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა,  მაინორად სინოლოგია აირჩია და  პირველივე...

ლუკა ყურუამ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სინოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა ლუკა ყურუამ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა, რის საფუძველზეც მალე სწავლას პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში განაგრძობს.  „მიმდინარე წლის იანვრის თვეში განაცხადი შევავსეთ ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის მოსაპოვებლად. ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქვთ საშუალება - სწავლა გააგრძელონ ჩინეთში სრულიად დაფინანსებული სწავლის...

რატომ არის ნინო კაციტაძისთვის თსუ საუკეთესო სასწავლებელი

მათემატიკის სიყვარული, რომელსაც ბავშვობიდან ატარებდა, პროფესიის არჩევისას  დაეხმარა, რადგან ეკონომისტის პროფესია მათემატიკის ცოდნასაც მოითხოვდა. ბევრი არც უფიქრია და დღეს ნინო კაციტაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული და სამაგალითო  მაგისტრანტია, რომელიც ეკონომეტრიკისა და მათემატიკური ეკონომიკის  მიმართულებით იღებს ცოდნას. ნინო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშია დასაქმებული საკუთარი პროფესიით. „პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული...

თამთა ბერიძეს ჩეხეთში სწავლის გასაგრძელებლად სასიამოვნო გარემო დახვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამთა ბერიძე წლევანდელი გაზაფხულის სემესტრს ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცის ,,პალაცკის უნივერსიტეტში” ატარებს. თამთა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიის მიმართულებით სწავლობს. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ყოველთვის ფიქრობდა და იცოდა, რომ  ნებისმიერი შანსი უნდა გამოეყენებინა საზღვარგარეთ სწავლისთვის. ჩეხეთში არასდროს ყოფილა, ამიტომ, ფიქრობდა, რომ უცხო ქვეყანასთან, გარემოსთან...

საკორპორაციო სამართლის კრებულის მეოთხე ნომერი გამოიცა

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტმა საკორპორაციო სამართლის კრებულის მეოთხე ნომერი გამოსცა. კრებულში მიმოხილულია ეროვნული და, ასევე, საერთაშორისო   საბაზრო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ქართული კომპანიების ტრანსნაციონალურ კორპორაცია Google-თან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში წამოჭრილი სამართლებრივი შესაბამისობის ნაწილი. კონკრეტულად ახალი კვლევები საკორპორაციო სამართალში ეხება „ორგანიზაციული მართვისა და...

რისი განვითარება სურთ სტუდენტებს უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წლებია უკვე, დიდ საქმეს ემსახურება და რჩება აბიტურიენტების ნომერ პირველ არჩევნად. უნივერსიტეტის სტუდენტობა მუდმივად იდგა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების წინა რიგებში, რადგან აქ სწავლობენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების ადამიანები. ამიტომაც მათი მოთხოვნები ყოველთვის იმისკენაა მიმართული, რომ კავკასიაში ნომერ პირველი უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევითი და ინფრასტრუქტურული გარემო შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს....

თსუ-ში სამეცნიერო კონფერენციით სოციალური მუშაკი მაია მგელიაშვილი გაიხსენეს

„ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“ - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მაია მგელიაშვილის  ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციის ინიციატორი გახლდათ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია World Vision საქართველოსთან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის აკადემიურ საგანმანათლებლო...